განიავებული 4 მატჩპოინტი და ეკა გორგოძის დასანანი მარცხი

პოლონეთის ქალაქ გდინაში მიმდიანრეობს WTA-ს 250-იანთა კატეგორიის ტურნირი, რომელზეც ასპარეზობს საქართველოს მეორე ჩოგანი ეკა გორგოძე (N 208 მსოფლიო რეიტინგში).

ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალურ ეტაპზე, 4 საათიან თრილერში დასანანი მარცხი იწვნია სლოვაკ კრისტინა კუცოვასთან 7:6 6:7 7:6.

null

შეხვედრის სტარტი ეკოს უკეთესი გამოუვიდა, იოლად აიღ მეტოქის ჩაწოდება და 2:0 დაწინაურდა, თუმცა კრისტინამ მალევე აღადგინა წონასწორობა.
პირველი სეტის მიმდინარეობისას გორგოძე სამჯერ გავიდა წინ ბრეიკიანი უპირატესობით, თუმცა სლოვაკმა სამივეჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და პარტიის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა.

„საჩოგბურთო ლატარეაში“ ეკომ საწყისი 5 ქულიდან 4 მოიგო და შემდეგ წარმატებით მიიყვანა სეტი გამარჯვებამდე 7:6 (7:4).

მეორე პარტიის სტარტი იმით გამოირჩა, რომ გოგონები მიღებაზე უფრო უკეთესად გრძნობდნენ თავს, ვიდრე საკუთარ ჩაწოდებაზე, შესაბამისად საწყისი 8 გეიმიდან 6-ში ბრეიკი დაფიქსირდა 4:4.

ეკო-მ მე-11 გეიმში ორი ბრეიკპოინტი მოიგერია და 6:5 დაწინაურდა, მეტოქის ჩაწოდებაზე კი 3 მატჩპოინტი მიიღო, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა ეს შანსები გაანიავა და ზედიზედ მეორე ტაიბრეიკის თამაში მოუწია.

„მე-13 გეიმში“ ამჯერად უკეთესი სტარტი კუცოვას ქონდა, რომელმაც 5:2 წაიყვანა ანგარიში, თუმცა გორგოძემ ამოქაჩა ჩაორჩენა და მეოთხე მატჩპოინტი გამოიმუშავა – 7:6. სლოვაკმა ძალები მოიკრიბა, მეოთხედაც გადაარჩინა შეხვედრა და ზედიზედ სამი ქულის მოგებით სეტებს შორის ანგარიშიც გაათანაბრა 1:1.

null

მესამე, გადამწყვეტი სეტი გარდამავლი უპირატესობით მიმდინარეობდა. ჯერ ეკო იყო წინ ბრეიქით 2:1, შემდეგ უკვე კრისტინა 4:2.
5:5-ზე გორგოძემ მე-9 ბრეიკი შეასრულა და მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო, თუმცა გეიმი ძალიან სუსტად ჩაატარა და მხოლოდ 1 ქულის აღება შეძლო.
მესამე სეტის ტაიბრეიკზე კუცოვამ ზედიზედ 5 ქულა მოიგო, გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და 4 საათიანი მატჩი საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა 7:6 6:7 7:6.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *