განსაკუთრებული – მოურინიომ რეკორდი გაიმეორა

სერია ა-ს მე-5 ტურში, რომამ უდინეზეს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე ტონი აბრაჰამმა გაიტანა და დედაქალაქელებს 3 ქულა მოუტანა.

ამ მოგების შემდეგ, ჟოზე მოურინიო გახდა მეორე მწვრთნელი, რომელმაც სერია ა-ში ზედიზედ 41 საშინაო მატჩი არ წააგო, მაშ შემდეგ, რაც იტალიის ჩემპიონატში 3 ქულიანი სისტემა ამოქმედდა. პირველი მასიმილიანო ალეგრი გახლდათ, რომელიც 2015-17 წლებში იუვენტუსში საშინაო არენაზე დაუმარცხებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ მოურინიომ რომა წელს ზაფხულში ჩაიბარა. პორტუგალიელს იტალიაში ადრეც უმუშავია და მისი რეკორდი სწორედ იქიდან იღებს სათავეს. 2008-10 წლებში იგი ინტერის დამრიგებელი გახლდათ.

სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში რომა 12 ქულით მე-4 ადგილზეა და უახლოეს მატჩს რომაულ დერბიში ლაციოსთან გამართავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *