განსაკუთრებული სტუმარი: ბაჯო და ფეხბურთი!

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ბევრი ვარსკვლავი ესწრება, თუმცა რობერტო ბაჯოს ყატარში ჩასვლა განსაკუთრებული მოვლენაა. დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

რატომ? იტალიელი ცხენისკუდა კარგა ხანია, საფეხბურთო წრეში არ ჩნდება, მოვლენებს არ ესწრება და ინტერვიუებიც არ უყვარს. პაოლო როსის დაკრძალვაზე იყო, სადაც იტირა და ასეთი მოკლე კომენტარი გააკეთა:

“პაოლო, ორივემ ვიჩენცაში დავიწყეთ, ორივემ ვითამაშეთ იუვენტუსში, იტალიის ნაკრებში. შენ გააკეთე ის, რაც მე ვერ მოვახერხე” ( რა თქმა უნდა, მუნდიალის მოგება იგულისხმა).

მეტიც, ბაჯომ ორიოდე წლის წინ განაცხადა, რომ თანამედროვე ფეხბურთით აღარ ინტერესდება და უფრო ბედნიერი გახდა. ცხოვრობს მშობლიურ სოფელში, მეურნეობას ეწევა, ჰყავს შინაური ცხოველები და ბუნებაში წყნარადაა…

და მაინც, აი ვერ გაძლო და ფინალზე ჩავიდა. ეტყობა ის სიტყვებიც ცხელ გულზე იყო ნათქვამი…

ბაჯო და ფინალი კი მძიმე თემაა: 1994, ბრაზილიასთან პენალტების სერია და აცილება…  მანამდე ბარეზიმ და მასარომ გააფუჭეს, მაგრამ ყველას ბაჯოს აცილება დაამახსოვრდა. არადა, რობეროს რომც გაეტანა, ბოლოს მაზინიო ურტყამდა და თუ გაიტანდა, იტალია ისედაც წააგებდა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *