„განწირული“ პორტლენდის მოგებათა სერია გრძელდება

NBA-ს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე „პორტლენდმა“ რამდენიმე ხმაურიანი გაცვლა განახორციელა, რის შედეგადაც გუნდი დატოვეს ისეთმა კალათბურთელებმა, როგორებიც არიან სი ჯეი მაკალუმი, ნორმან პაუელი და რობერტ კოვინგტონი.

სეზონის ბოლომდე ტრავმირებულია დამიენ ლილარდი და ყველამ საუბარი „რებილდინგის“ პროცესზე დაიწყო – „ბლეიზერსი“ დრაფტ პიკებს აგროვებს, რომ ახალი გუნდის შენება დაიწყოს.

null

ამასობაში „პორტლენდის“ მთავარმა მწვრთნელმა – ჩონსი ბილაფსმა კლუბის შემადგენლობაში მყოფი ახალგაზრდა კალათბურთელებისგან მოკლე დროში მშვენიერი გუნდი ჩამოაყალიბა და ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, მოედანზე კი ისეთი ბიჭები ბრწყინავენ, რომელთაც ადრე დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდათ – ანფერნი სიმონსი, სი ჯეი ელები, ბენ მაკლემორი.

„ბელიზერსმა“საკუთარ მოედანზე ჯერ „ლეიკერსი“ (107-105) და „ნიუ იორკი“ (112-103), ხოლო შემდეგ უკვე სტუმრადაც დაიწყო გამარჯვებები, მოუგო რა მოქმედ ჩემპიონ „მილუოკის“ (122-107) და „მემფისს“ (123-119).

„გრიზლისს“ ცუდად ნამდვილად არ უთამაშია – ჯა მორანტმა 44 ქულა ჩააგდო, ბეინმა 30, თუმცა „პორტლენდმა“ მეტოქის უკანა ხაზელების ასეთ შედეგიან ასპარეზობას გუნდური კალათბურთი დაუპირისპირა და სწორედ ამით აჯობა კიდეც.

„ბლეიზერსის“ რიგებში 32 ქულა და 8 მოხსნა ქონდა იოზეფ ნურკიჩს, 31 ანფერნი სიმონსს, 22 ქულა+7 მოხსნა+6 პასი ჯოშ ჰარტს, 16 ჯასტინ ვინსლოუს, 14 ბენ მაკლემორს.

„პორტლენდმა“ დრამატულ მატჩში 123-119 იმარჯვა და დასავლეთ კონფერენციაში „პლეი ინის“ ზონაში შეაღწია (მე-10 ადგილი, 25 მოგება, 34 მარცხი).

მიუხედავად წაგებული მატჩისა „მემფისმა“ მაინც შეინარჩუნა მესამე ადგილი (41 მოგება, 19 მარცხი).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *