გარბინია მუგურუზა: “ისევ დავამტკიცე რომ მაღალ დონეზე თამაში შემიძლია”

მექსიკის ქალაქ გვადალახარაში დასრულდა ქალთა წლის შემაჯამებელი ტურნირი. ფინალურ მატჩში გარბინია მუგურუზამ 6:3 7:5 სძლია ანეტ კონტავეიტს და კარიერაში პირველად მოიგო შემაჯამებელი ტურნირი. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გარბინიამ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

null

“უდიდეს შვებას და სიხარულს განვიცდი. ტურნირის საწყის ეტაპზე მქონდა პრობლემები, თუმცა შევძელით ჩემს სამწვრთნელო შტაბთან ერთად და გამოვასწორეთ სიტუაცია.

ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ესეთი მაღალი დონის ტურნირის მოგებას ლათინო ამერიკაში, მექსიკაში. მემგონი ყველაფერი იდეალურადაა.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ ჩამოსაწერი ჩოგბურთელი არ ვარ და ჯერკიდევ შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში. როგორც ხედავთ არამხოლოდ თამაში, მოგებაც”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *