გარბინია მუგურუზა შემაჯამებელ ტურნირს მიუახლოვდა

მსოფლიო რეიტინგის მე-5 ჩოგანმა გარბინია მუგურუზამ წარმატებული სტარტი აიღო „VTB კრემლის თასზე“. ესპანელმა ჩოგბურთელმა ტურნირის მეორე წრეში 6:4 4:6 6:3 სძლია ტერეზა მარტინცოვას და 1/8 ფინალში გავიდა.

„ძალიან გახარებული ვარ, რომ შევძელი ამ რთული მატჩის მოგება. ეს ჩემი პირველი გამარჯვებაა რუსეთში.
ვფიქრობ, საკმაოდ კარგად ვაწვდიდი ბურთს მესამე სეტში, ვცდილობდი მუდმივად შეტევაში ვყოფილიყავი და მეტოქე წნეხის ქვეშ მყოლოდა. საჭირო მომენტში შევძელი ბრეიკის შესრულება და შემდევ ეს უპირატესობა შევინარჩუნე მატჩის ბოლომდე.“

ესპანელ ჩოგბურთელს ერთი მატჩის მოგება ჭირდება, რათა კვალიფიკაცია გაიაროს წლის შემაჯამებელ ტურნირზე, რომელიც მექსიკის ქალაქ გვადალახარაში გაიმართება (10-17 ნოემბერი).

შეგახსენებთ, რომ შემაჯამებელ ტურნირზე თამაშის უფლება უკვე გაინაღდეს ეშლი ბარტიმ, არინა საბალენკამ, ბარბორა კრეიჩიკოვამ და კაროლინა პლიშკოვამ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *