გარეთ ბეილი: ვამაყობთ იმით რასაც მივაღწიეთ

უელსის ნაკრების ლიდერმა გარეთ ბეილმა, ინგლისის ნაკრებთან მატჩის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე მისი გუნდის ასპარეზობა შეფასა. მან განაცხადა, რომ მიღწეულით ამაყობენ.

“რთული მატჩი გამოვიდა, ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშებოდით. შედეგით იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ აქამდე მოსასვლელად დიდი გზა გავიარეთ. უნდა ვიამაყოთ იმით, რომ აქ ვართ. 

წარმატების მისაღწევად ყველაფერი გავაკეთეთ, კატარს თავაწეულები ვტოვებთ. ვამაყობთ იმით რასაც მივაღწიეთ. რა თქმა უნდა გვინდოდა უკეთესი შედეგი გვეჩვენებინა, მაგრამ რეალობა ასეთია, ფეხბურთი ადვილი არ არის. ფეხბურთელებმა ამ მარცხისგან უნდა ისწავლონ და გამოცდილება მიიღონ. 

ბოლო 4 საკვალიფიკაციო ტურნირზე წარმატებას მივაღწიეთ, რაც ძალიან სასიამოვნოა. ეს დიდი გამოცდილებაა მიუხედავად იმისა, ფინალურ ეტაპზე კარგად ვითამაშეთ თუ არა.” -ციტირებს ბეილის სიტყვებს BBC.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *