გარეთ – ინგლისი

საუთგეიტი მეთოდურად მიდის წარმატებისკენ. მის ხელში ინგლისელები ნელ-ნელა გადაიქცნენ მრისხანე ძალად. ჯერ იყო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ინგლისელებმა ნახევარფინალში ითამაშეს. ახლა კი ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ უფრო მეტის მიღწევა შეუძლიათ.

 

More than 27million people tuned in to watch England beat Germany on Tuesday

მათ თამაშს ეფექტურს ვერ დაარქმევ. მაგრამ დახვეწილი და დაბალანსებულია: საჭიროა მეტოქეზე ზეწოლა? ბატონი ბრძანდებით. მაღალი პრესინგი? პრობლემა არ არის. ბურთია დასაჭერი? რატომაც არა… სიტუაციის მიხედვით შეუძლიათ ცვალონ ტემპი, დინამიკა.

რაც ყველაზე საცნაურია, ინგლისელები საუკეთესო წლების გერმანელებს დაემსგავსნენ. მათ „თავისის“ მიღება ისწავლეს… მაშინაც კი როცა რაღაც ისე ვერ მიდის, როცა გაძლებაა საჭირო, როცა 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთი-ორი მომენტი გაქვს და მაინც იმარჯვებ.

ცხადია, გერმანელებთან მატჩის სიუჟეტი სულ სხვაგვარი იქნებოდა პირველ ტაიმში ვერნერს რომ გაეტანა, ან ბოლოსკენ მიულერს  უფრო ზუსტად დაერტყა. მაგრამ ჩელსის ფორვარდს პიკფორდმა აუღო, ბაიერნის ვეტერანმა კი ალალი შანსი გაანიავა.

Prince George smiled and clapped as England beat Germany at this evening's match

ახლა, გავიხსენოთ ინგლისელების გოლები. სტერლინგმაც და კეინმაც კომბინაციები აბსოლუტურად ცივსისხლიანად დაასრულეს. მკვლელების ინსტიქტით. დაუნდობლად, ისე – როგორც გერმანელებმა იციან ხოლმე…

ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა და მეთოდები აქვს. საუთგეიტს ბევრს აკრიტიკებდნენ „ძალიან“ პრაგმატული ფეხბურთის გამო. მოსაწყენია დღევანდელი სამი ლომის თამაშის ცქერა. მაგრამ, ბრაზილიელების არ იყოს, ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ ათწლეულებით ტიტულს ვერ იგებდნენ. დაფიქრდნენ, სილამაზე შედგეს შესწირეს, 90-იანი წლებიდან „მიწაზე დაეშვნენ“ და ორჯერ იპირველეს მუნდიალებზე (1994, 2002).

დაახლოებით ასეთი რამ მოხდა ინგლისელთა შემთხვევაშიც. ცხადია, ისინი ტექნიკაში ბრაზილიელებთან ვერ მივლენ, მაგრამ მათაც იმიტომ ჰყავთ ბევრი ქომაგი, რომ ყოველთვის ლაღ ფეხბურთს თამაშობდნენ, ჰყავდათ უამრავი ლეგენდარული მოთამაშე, მაგრამ ტიტულამდე ახლოსაც არ მისულან 1966 წლის შინაური მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ.

Thomas Muller incredibly missed a one-on-one with England keeper Pickford

ბოლო წლებში კი რაღაც შეიცვალა, საუთგეიტის ხელში ლომები მართლაც ლომებს დაემსგავსნენ, ოღონდ ფრთხილ, აუღელვებელ და წარმატებით მონადირე ლომებს.

მოსაწყენად მოთამაშე ინგლისელები ერთადერთნი არიან, ვისაც ტურნირზე გოლი არ გაუშვია. 350 „მშრალი“ წუთით პიკფორდმა ევროპის ჩემპიონატებზე ნაციონალური რეკორდი დაამყარა.

კრიტიკა საუთგეიტს სხვა მხრივაც არ აკლდა. მაგალითად, ვუნდერკინდი სანჩო თითქოს წებოთი მიაწება სათადარიგოთა სკამს. გრილიში კი, რომელშიც მალე სიტი 100 მილიონ გირვანქას გადაიხდის, მხოლოდ  ჯოკერის როლს დააჯერა. ძირითადს შეაჩვია ჭაბუკი საკა.

სამაგიეროდ, პირველ პლანზე გამოვიდა სტერლინგი, კაცი, რომელიც ბოლო დროს იშვიათად ხვდებოდა სიტის ძირითადში. მაგრამ ერთია გვარდიოლა და მეორე საუთგეიტი…

England celebrate their second goal against Germany

მაგალითად, თუ გვარდიოლასთვის, რომელსაც მესისთან, ჩავისთან და ინიესტასთან უმუშავია, ფოდენი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვისთანაც კი უმუშავია. საუთგეიტისთვის ის მხოლოდ იმით გამოირჩევა, რომ გასკოინის მსგავსი 25-წლისწინანდელი ვარცხნილობა გაიკეთა.

პირადად საუთგეიტისვის გერმანელებთან გამარჯვებას ორმაგი დატვირთვა ჰქონდა. პირველი, ცხადია, მოგება და მეოთხედფინალში გასვლა. მეორე კი რევანშისტული, კარგი გაგებით, ცხადია.

25 წლის წინათ, 1996 წლის 26 ივნისს, გარეთი ერთადერთი ინგლისელი აღმოჩნდა, რომელმაც ვერ გაიტანა მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანი, ევრო 96-ის ნახევარფინალში გერმანელების წინააღმდეგ. არიელები მაშინ ფინალში გავიდნენ და ტურნირიც მოიგეს. თავჩაქინდრული საუთგეიტის ფოტომ კი მსოფლიოს ყველა საინფორმაციო საშუალება მოიარა. გარეთმა მწვრთნელის რანგში შეძლო რევანშის აღება, ამიტომაც იყო საფინალო სასტვენის შემდეგ სიხარულისგან კინაღამ სული რომ შეეხუთა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *