გარეთ საუთგეიტი: მინდა დავრწმუნდე, რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორია

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა, ინგლისის ნაკრებში მის მომავალზე ისაუბრა.

“განვლილი 18 თვე ჩემთვის რთული იყო. ბოლო კვირებში ყველაფერი კარგად იყო, ახლა ვაანალიზებ თუ რა ხდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში. ჩემს თავში ბევრი ურთიერთგამომრიცხავი აზრია, ამიტომ მინდა დავრწმუნდე, რომ ნაკრებში დარჩენის გადაწყვეტილება სწორია. ამის გასაკეთებლად საკმარისი ენერგია მაქვს. 

ბოლო სანაკრებო ტურნირების შემდეგ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ემოციებთან გამკლავება მიჭირდა. ეს დიდ ენერგიას მოითხოვს, ამ დროს ადამიანს ბევრ რამეზე გეფიქრება. ვფიქრობ ჩემს მომავალთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მისაღებად სწორი დროა.” – ციტირებს საუთგეიტის სიტყვებს BBC.

ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 1/8 ფინალში საფრანგეთთან 1:2 მარცხის შემდეგ გავარდა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანელებმა შარშან ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის ფინალიც დათმეს, სადაც საუთგეიტის შეგირდები იტალიის ნაკრებთან 11 მეტრიანების სერიაში დამარცხდნენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *