ინგლისელმა გარი ნევილმა არგენტინელებზე უარყოფით კონტექსტში ისაუბრა, თუმცა ძლიერი მხარეებიც დაასახელა. ნევილი მანჩესტერ იუნაიტედისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველია, ბოლო წლებში კი საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს და ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს ხოლმე…
„არგენტინელები ველურებივით იქცევიან, ზოგჯერ კი სამარცხვინოდ. ფეხბურთელობისას მეც აღმინიშნავს გოლი ან მოგება მეტოქის ფანებთან, ისინი გამიღიზიანებია, მაგრამ თამაშის დასრულებისთანავე მივდიოდი და მეტოქე ფეხბურთელებს ხელს ვართმევდი. პატივისცემა არ უნდა დაკარგო. ვფიქრობ, არგენტინა ყველა საზღვარს გადასცდა.
…ფანების დიდი არმიის წყალობით, მათ ბრაზი და საბრძოლო სული აქვთ. არგენტინელ მცველებსაც სულ ჰქონდათ ეს, ჩხუბისთვისაც მზად იყვნენ. არგენტინელები ისე განიცდიან თავისი ქვეყნის ბედს, რომ ვერც დაიჯერებ. მათში ცხოვრობს ტკივილი. გაბრიელ ჰაინცეს მანჩესტერში თამაშის დროს მაისურის შიგნით არგენტინის ფორმას იცმევდა.
…ამ მხეცებს შორის არის ერთი სილამაზე – ლეო მესი. ის ბრწინვალე და ჯადოქრულ მომენტებს გვჩუქნის“ (Sky Sports)
გარი ნევილს მწარედ ახსოვს 1998 წლის მერვედფინალიც, როცა თავადაც თამაშობდა და ინგლისი პენალტებში გავარდა არგენტინასთან. მაშინ, 2:2-ზე, მეორე ტაიმში დევიდ ბექჰემი გააძევეს, როცა დიეგო სიმეონეს ფეხი ამოარტყა.
ფოტოც სწორედ იმ მატჩიდანაა. ნევილი კი – N 12.