უნგრეთთან მატჩში, ჯამალ მუსიალა მოედანზე რამდენიმე წუთით გამოჩნდა, თუმცა ამ დროშიც აჩვენა, თუ რამხელა მომავალი აქვს. ეს მისი გზის მხოლოდ დასაწყისია და მეტოქესთან განსხვავების შექმნის პოტენციალი გააჩნია.
ინგლისთან მატჩი მისთვის გამორჩეულია. ჯამალმა ცხოვრების ნახევარი სწორედ კუნძულზე გაატარა. შტუტგარტში დაბადებული ბიჭი, 21 წლამდე სწორედ სამი ლომის ღირსებას იცავდა, ბოლოს კი მაინც გერმანია აირჩია. ტალანტი ბავშვობიდან ეტყობოდა, 10 წლამდე ასაკობრივ გუნდში სეზონში 100 გოლს იტანდა.
შესაძლოა, მუსიალა ინგლისთან მატჩშიც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს. ლიოვმა ეს იცის და, დიდი ალბათობით, დროს მისცემს…
შეხვედრა 29 ივნისს, 20:00-ზე გაიმართება