გასკეს ტრიუმფი ოკლენდის ტურნირზე

ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში დასრულდა მამაკაცთა 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ მატჩში 36 წლის რიშარ გასკემ 4:6 6:4 6:4 სძლია კამერონ ნორის და უკანასკნელ 5 წელში პირველი ტიტულის მოგება შეძლო.

null

შეხვედრის სტარტი ბრიტანელ ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 4:1 დაწინაურდა. გასკემ ბევრი იწვალა და დიდი გარჯის შედეგად მეცხრე გეიმში უკუბრეიკი შეასრულა 4:5. თითქოს სეტში ინტრიგა დაბრუნდა, თუმცა კამერონმა მომდევნო გეიმში კიდევ ერთხელ შეძლო რიშარის ჩაწოდების მოგება და პარტიაც სათვისოდ დაიტოვა 6:4.

ვეტერანი ფრანგი მეორე სეტიდან გამოფხიზლდა – ამჯერად თვითონ შეასრულა ადრეული ბრეიკი და ეს უპირატესობა ხელიდან აღარც გაუშვია 6:4.

მესამე, გადამწყვეტი პარტიის საწყის გეიმებში ბრიტანელი დომინირებდა – ზედიზედ 3 გეიმი მოიგო და თითქოს გამარჯვებულის ბედიც გადაწყვიტა.

1:4-ზე გასკემ თამაშის სტილი შეცვალა – ფრანგს დასაკარგი უკვე აღარაფერი ქონდა და საკმაოდ რისკიან ტაქტიკაზე გადაერთო – ხშირად გადიოდა ბადესთან, მეორე ჩაწოდებას ბევრად უფრო აგრესიულად აწვდიდა.

ამ ავანტიურამ აბსოლიტურად გაამართლა – 36 წლის ვეტერანმა ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და მასთან ერთად მატჩიც 4:6 6:4 6:4.

null

რიშარ გასკემ კარიერაში მე-16 ტიტული მოიგო.

2018 წლის შემდეგ ეს რიშარის მიერ მოგებული პირველი ტურნირია.

ოკლენდის ტურნირის ისტორიაში გასკე ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებულია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *