გატუზომ ხალხი დაყარა! (ვიდეო)

ჯენარო გატუზო ვალენსიას ახალი მთავარი მწვრთნელია. ესპანურმა გუნდმა წინასასეზონო შეკრება უკვე დაიწყო. როგორც ჩანს, იტალიელის სავარჯიშო მეთოდები, ფეხბურთელებისთვის არცისე მარტივი აღმოჩნდა. მოთამაშეებს დაღლილობისგან ხშირად ფეხზე წამოდგომა და ვარჯიშის გაგრძელება უჭირდათ, რაშიც თავად გატუზო ეხმარებოდა.

გეცოდინებათ, რომ ესპანური გუნდის ღირსებას, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი იცავს. მამარდაშვილი ვალენსიაში შარშან ზაფხულიდან თამაშობს. მას ღამურებთან ერთად ესპანეთის თასის მოგების კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ვალენსია ფინალში ბეტისთან დამარცხდა.

ვალენსიამ ლა ლიგის ბოლო სეზონი 48 ქულით მე-9 ადგილზე დაასრულა. გატუზოს გუნდი ახალი სეზონის პირველ ტურში, ჟირონას შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *