“გაუმარჯოს!” – ჭიკაძე კატართან გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს [VIDEO]

UFC-ს ქვემსუბუქი წონის კონტენდერები, გიგა ჭიკაძე და კელვინ კატარი ტექსასში, UFC Fight Night-ზე გადაიკვეთნენ. ამ ივენთზე კატარი მთავარ ბრძოლაში ასპარეზობდა, სადაც მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. კატარის წინა მეტოქე სწორედ გიგა ჭიკაძე იყო – იანვარში გამართული 5 რაუნდიანი ომის შემდეგ, გამარჯვება ბოსტონელს დარჩა. მსგავსი ბრძოლები კი მებრძოლებს აახლოვებენ – ასე მოხდა გიგას და კატარის შემთხვევაშიც. ჭიკაძემ კელვინი ბრძოლამდეც მოინახულა და ბრძოლის შემდეგ, ქართული “გაუმარჯოთიც” დალიეს. ვიდეოს გიგა ინსტაგრამზე აქვეყნებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *