გაფართოებულ რაზმს რამდენიმე ბორჯღალოსანი დაუბრუნდა

საქართველოს ნაკრები 12 თებერვალს, ამსტერდამში, ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობას,  მატჩის წინ რამდენიმე მოთამაშე დაუბრუნდა, რომლებიც გუნდს გასულ კვირაში კოვიდ-ინფექციის გამო დააკლდნენ.

დაბრუნებულთა შორისაა სამივე კვაჭი – შალვა მამუკაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე და გიორგი ჭყოიძე, ასევე მესამეხაზელები გიორგი ცუცქირიძე და ლუკა ივანიშვილი.

პორტუგალიასთან დაშავდა და მომავალ შეხვედრას გამოტოვებს ბურჯი ბექა გიგაშვილი. მის ნაცვლად სამწვრთნელო შტაბმა ნიკოლოზ ხატიაშვილს უხმო, რომელსაც ბორჯღალოსნების კვართით აქამდე 6-ჯერ უთამაშია.

მატჩი ამსტერდამში თბილისის დროით 16 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი:  გურამ გოგიჩაშვილი, მიხეილ ნარიაშვილი, ნიკა აბულაძე, ლუკა ჯაფარიძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი, გურამ პაპიძე, შალვა მამუკაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი ჭყოიძე

მეორე ხაზი: ლაშა ჯაიანი, ნოდარ ჭეიშვილი, გრიგორ ქერდიყოშვილი, გიორგი ჯავახია

მესამე ხაზი: გიორგი ცუცქირიძე, თორნიკე ჯალაღონია, ოთარ გიორგაძე, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი

N:9 ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, მიხეილ ალანია

N:10 თედო აბჟანდაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ლუკა მატკავა

N:12-13: მერაბ შარიქაძე, დემე თაფლაძე, ლაშა ლომიძე

N:11-14: აკაკი ტაბუცაძე, მირიან მოდებაძე, თორნიკე კახოიძე, დავით მესხი

N:15 ლაშა ხმალაძე

Возможно, это изображение (2 человека и люди занимаются спортом)

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *