გაქცევა „ფილადელფიიდან“ – ალტერნატიული ვარიანტი „საკრამენტოა“

ნბა-ს რეპორტიორის დევიდ ოლდრიჯის ინფორმაციით, 2 თვიანი მოლაპარაკებების შედეგად „ფილადელფიას“ გამთამაშებელი ბენ სიმონსი არაა წინააღმდეგი გადავიდეს „საკრამენტოში“.

„უკვე რამდენჯერმე დავწერე რომ რეალური გახდა სიმონსის ტრეიდი „საკრამენტოში“. ბენი – ელიტარული დამცველია, ბრწყინვალე მეპასე. მას მოქმედი კონტრაქტით 4 წელი დარჩა.

როგორც ჩემმა ინფორმატორმა მითხრა, სიმონსს უკვე ისე უნდა „ფილადელფიადან“ გაქცევა, რომ მზადაა „საკრამენტოშიც“ კი გადავიდეს“ – დაწერა სოციალურ ქსელში ოლდრიჯმა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის გამთამაშებელი არ გამოცხადდა „ფილას“ ვარჯიშებზე და კლუბის ხელმძღვანელობას შეუთვალა, რომ აღარ აპირებს მათი მაისურით ასპარეზობას.

თუ ზემოთ ნახსენები ტრეიდი განხორციელდა, “საკრამენტო კინგზი” ბენ სიმონსს მიიღებს, ხოლო “ფილადელფიაში” გადმოვა სათამაშოდ ვარსკვლავური გამთამაშებელი დაარენ ფოქსი.

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *