გახდება დავით ნინიაშვილი საუკეთესო მექულე?

ყოველდღიურმა სარაგბო ფრანგულმა სარაგმო გაზეთმა მიდი ოლიმპიკმა მომავალ სეზონში საუკეთესო მექულეების სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთა შორის საქართველოს ნაკრებისა და ლიონის ფულ ბეკი დავით ნინიავილი დაასახელა.

აი, რას წერს მიდი ოლიმპიკი ქართველ მორაგბეზე:

“ლიონოს ფიჯელი გარემარბის ჯოსუა ტუისოვას დასახელება უფრო ადვილი  იქნებოდა, რომლის ანგარიშზეც გასულ სეზონში 14 ლელოა, მაგრამ ჩვენ ერთგვარ რისკზე მივდივართ და დავით ნინიაშვილს ვასახელებთ. ქართველი სულ უფრო და უფრო შთამბეჭდავია და ზრდას განაგრძობს. მან სეზონი შესანიშნავად დაასრულა. ის ბრწყინვალე იყო ჩელენჯ კაპის ფინალში. ლიონის უკანა ხაზში, სადაც ცვლილებები მოხდა, ქართველი X ფაქტორი იქნება. ნგატაი და ბარასი წავიდნენ, მაგრამ ნინიაშვილი ისევ ლიონშია”.

გამოკითხვაში, რომელიც მიდი ოლიმპიკის ვებ გვერდზე მიმდინარეობს ნინიაშვილს გამოკითხულთა 7 პროცენტი აძლევს ხმას. მას დამიენ პენო, ანტუან დუპონი, ტედო ტომა და ვაისეა ნაიაკალევუ უსწრებენ.

შეგახსენებთ, რომ მიდი ოლიმპიკმა ერთი კვირის წინათ დავით ნინიაშვილი სეზონის აღმოჩენად დაასახელა.

Leave a comment

Your email address will not be published.