გახსენება – არველაძის საგოლე გადაცემა და ნემსაძის ლამაზი გოლი გერმანიაში (ვიდეო)

1995-96 წლების სეზონში გერმანიის თასზე ჩვენთვის საინტერესო ამბავი მოხდა. 1/8 ფინალში ჰომბურგი მიუნხენ 1860-ს შეხვდა და 2:1 დაამარცხა. ეს ამბავი საჩვენო იმით არის, რომ ორივე გოლში უშუალო მონაწილეობა ქართველებმა მიიღეს. პირველი გოლისას საგოლე გადაცემა რევას არველაძემ გააკეთა, გამარჯვების მომტანი ლამაზი გოლი კი გიორგი ნემსაძის ანგარიშზეა. ეს თამში გასახსენებლად ნამდვილად ღირს, აი ვიდეოც.

არველაძე ჰომბურგში 1995-96 და 1997-98 წლებში თამაშობდა, ხოლო ნემსაძე გერმანული გუნდის ღირსებას 1995-96 წლებში იცავდა. გერმანულ ჰომბურგში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ნიკოლოზ ჩხეიძეც თამაშობდა, რომელიც ამ გუნდში 1995-98 წლებში გამოდიოდა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *