გახსოვთ კოენტრაუ? – სულ სხვა ცხოვრება დაიწყო…

 

რეალიდან წასვლის შემდეგ (2017), ფაბიუ კოენტრაუ საფეხბურთო რადარებიდან გაქრა.

სპორტინგში საუკეთესო სეზონი არ ჰქონდა, რიო ავეში დაბრუნდა, თუმცა იქაც ცოტა ითამაშა. ბოლო მატჩი გასული წლის მაისში ჩაატარა.

კარიერის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელები რომ სხვა საქმეს ეძებენ, გასაკვირი არაფერია, თუმცა ფაბიუმ თევზაობა აირჩია. ის ზღვაში მთელი დღის განმავლობაში გადის.

რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა ამაზე, იუთუბ არხთან, “Empower Brands”-თან ისაუბრა.

“ზღვაზე მუშაობა სათაკილო არ არის, როგორც ამას ბევრი ადამიანი ფიქრობს. სხვა საქმეებისგან არაფრით განსხვავდება. უფრო მეტიც, ზღვა ლამაზია და ის გვჭირდება,” – თქვა კოენტრაუმ

რატომ თევზაობა? პასუხი მარტივია: კოენტრაუს ეს საქმე ბავშვობიდან იზიდავს, მაგრამ ფეხბურთს მიყვა. ეს ყველაფერი მამიდან მოდის, რომელიც ასევე მეთევზე იყო და სამუშაოდ კანადაში გაემგზავრა. დედა კონსერვის ქარხანაში მუშაობდა (როდესაც ფაბიუ 14 წლის გახდა, მშობლები საფრანგეთში წავიდნენ, ის კი, ფეხბურთის გამო, დეიდასთან ერთად პორტუგალიაში დარჩა).

“ამ საქმეს დაბადებიდან ვაკეთებ. მამაჩემს ნავი ჰყავდა, მეთევზეობა მისი საქმე იყო და მეც ხშირად დავყავდი. ეს მომწონდა. როდესაც თავისუფალი დრო მიჩნდებოდა, სულ აქ მოვდიოდი. ჩემი ცხოვრება ზღვაა: ზღვა და თევზაობა. რა თქმა უნდა, ვიცოდი რომ ფეხბურთი ერთ დღესაც დამთავრდებოდა და რამე ახალი უნდა გამეკეთებინა. ბედნიერებას ამ საქმეში ვპოულობ და მინდა მთელი ცხოვრება ასე გავატარო,” – თქვა პორტუგალიელმა.

 

Leave a comment

Your email address will not be published.