საქართველოს ნაკრებისა და მონპელიეს ცხრა ნომერი გელა აფრსიძე მომავალი სეზონიდან ბასკურ ბაიონში ითამაშებს. ამ ინფორმაციას ფრანგული სპორტული გამოცემა ეკიპი ავრცელებს. 25 წლის ქართველს მონპელიესთან კონტრაქტი წლევანდელი სეზონის ბოლოს უმთავრდება. ის ამ გუნდში 2017 წლიდან ირიცხება. მიმდინარე სეზონში აფრასიძემ საფრანგეთის ჩემპიონატის ცხრა მატჩში იასპარეზა. აქედან ორჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო.
ბაიონი სატრანსფერო ბაზარზე ძალზედ აქტიურია. კლუბმა უკვე გაუფრომა კონტრაქტები რემი ბურდოს (ლა როშელი), არტურ იტურიას (კლერმონი), ფედერიკო მორის (ბორდო), ვინსენტ ჯუდიჩელის (მონპელიე) და ავსტრალიელ უკანახაზელ რის ჰოჯს, რომელსაც ეროვნულ გუნდში 62 კეპი აქვს მოპოვებული.
შეგახსენებთ, რომ ბაიონში უკვე ირიცხება სამი ქართველი მორაგბე. ესენია: კონსტანტინე მიქაუტაძე, ლუკა ჭელიძე და ბადრი ციხისთავი. ბასკური კლუბი 18 ტურის შემდეგ 45 ქულით მეექვსე ადგილზეა.