საფრანგეთის ჩემპიონატში მე-19 ტურის შეხვედრები გაიმართა. მიხეილ ნარიაშვილისა და გელა აფრასიძის მონპელიემ შინ მიიღო ვასილ კაკოვინისა და გიორგი მელიქიძის სტად ფრანსე და დამაჯერებლად სძლია 30:3.
გელა აფრასიძე თამაშში 45-ე წუთიდან ჩაერთო. მას უკრაინის მხარდასაჭერად ერთ მაჯაზე ამ ქვეყნის დროშის ფერებში გადაწყვეტილი სამაჯური ეკეთა. მეორეზე კი, საქართველოს დროშის.
ნარიაშვილი მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა. კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს. ექვსი წუთით ადრე კი, მოედანზე მელიქიძე შემოვიდა, რომელცას 59-ე წუთზე არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა.
ამ გამარჯვების შემდეგ მონპელიე გალიდერდა.