გელა აფრასიძის პირადი რეკორდი 64 მეტრია (Video)

მსოფლიოს რაგბი სხვადასხვა სახის კონკურსებს მუდმივად ატარებს. ამჯერად ჯერი დამრტყმელებზე მიდგა. კონკურსში საქართველოს ნაკრებისა და მონპელიეს ცხრა ნომერ გელა აფრასიძესთან ერთად ავსტრალიელი რის ჰოჯი მიიწვიეს. ისინი დაუსწრებლად კარში დარტყმაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.

მეტოქეს აფრასიძემ აჯობა. მან ბურთი 64 მეტრიდან გაიტანა, რაც მისი პირადი რეკორდია.

მსოფლიოს რეკორდი კი, ინგლისელ ელიოტ დეილის ეკუთვნის, რომელმაც საჯარიმო 65,5 მეტრიდან გაიტანა. მეორე ადგილზე ახალზელანდიელი ჯორდი ბარეტია – 65 მეტრი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *