საწყენია! გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიადის ფინალი წააგო… და წააგო სად. ამერიკელ გეიბლ სტივსონთან უდრამატულეს შეხვედრაში: გენომ პირველი ნახევარი 0:4 წააგო, მეორეში დიდი უპირატესობა ჰქონდა.
ფინალის დასრულებამდე 11 წამით ადრე 8:5-ს იგებდა. მერე ამერიკელმა 6 წამით ადრე გააკეთა გდება და ბოლო წამამდე 8:7 იყო. ბოლო წამამდე!.. ბოლოს კიდევ ერთი აგრესია ამერიკელისგან, საბოლოოდ კი 8:9.
თავისუფალი სტილით ჭიდაობა, მძიმე წონა… სამწუხარო მარცხი. მხოლოდ ვერცხლი, როცა ოქრო თითქმის ჯიბეში იყო.
საქართველოს 8 მედალი აქვს: 2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო.