გენტის მწვრთნელი: ეს გიორგის თამაში იყო

გენტის მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზბრუკმა გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა. როგორც იცით, ჩაკვემ ლატვიაში კონფერენს ლიგის მატჩში ითამაშა: რფს-გენტის შეხვედრაში (0:1) ბოლო ნახევარი საათი გამოჩნდა მინდორზე, რამდენიმე მომენტში მაღალი ტექნიკა და ჭკვიანური თამაში აჩვენა.

„კმაყოფილი ვარ. გიორგის ბურთის გრძნობა არ დაუკარგავს. ასეთი მატჩები, როცა მეტოქე დაცვაშია „დაპარკინგებული“ და წინ წასვლას ერიდება, გიორგისთვის იდეალურია. ეს სწორედ მისი თამაშია. ამ დროს მას დაცვაში მუშაობა არ სჭირდება. დიახ, რფს-თან ის ნამდვილად იყო ნათელი წერტილი.

…სხვა ფეხბურთელები ნერვიულობდნენ, ხოლო ჩაკვეტაძე თამაშს აკონტროლებდა. ბურთს ინარჩუნებდა და სასიამოვნო ფეხბურთს თამაშობდა. მოსამზადებელი ეტაპის დროს ტრავმა ჰქონდა და ეს მისი პირველი ნაბიჯია ხანგრძლივის შესვენების მერე. იმედი მაქვს, რომ უფრო გამოცოცხლდება და შემტევ ძალას გამოავლენს“.

ჩაკვეტაძემ გასული წლის ნოემბრის მერე პირველად ითამაშა ოფიციალურ მატჩში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *