გენტმა ჩაკვეტაძე გაანათხოვრა

ბელგიურმა გენტმა გიორგი ჩაკვეტაძე გერმანიაში გაანათხოვრა. ქართველი შემტევი 6 თვით ჰამბურგში ითამაშებს. გერმანელებმა გარემარბი გამოსყიდვის უფლების გარეშე დაიმატეს.

ჩაკვეტაძე გენტში 2017 წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან გადავიდა. მას მოქმედი კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. ჩაკვეტაძემ ბელგიაში კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ ტრავმების გამო მოუკლო და სათამაშო დროც თითქმის არ ჰქონია. ისიც იწერებოდა, რომ მისი ვარჯიშით გენტის მწვრთნელი უკმაყოფილო იყო.

რაც შეეხება ჰამბურგს, გუნდი გერმანიის 8 გზის ჩემპიონია, თუმცა ახლა რთული დრო უდგას. ჰამბურგი მეორე ბუნდესლიგაში მე-5 ადგილზეა და საუკეთესოთა შორის აღზევებისთვის იბრძვის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *