75 წლის ასაკში ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი გერდ მიულერი გარდაიცვალა. ინფორმაცია Daily Star-მა გაავრცელა.
მიულერი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. კარიერის განმავლობაში მან 778 მატჩი ჩაატარა და 722 გოლი გაიტანა. მიულერმა 1970 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, 2 წლის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატი. იმავე 1970 წელს იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ლეგენდარული გერმანელის ანგარიშზე ბუნდესლიგა (4), გერმანიის თასი (5),ევროპის თასების თასი (3), თასების მფლობელთა თასი და სხვა ბევრი ტიტულია.