“გერმანიაში ბარსელონა დიდი ხნის გაკოტრებული იქნებოდა” – ჰიონესი ისევ შეტევაზეა

როგორც მოგეხსენებათ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ცხელი წერტილი ბარსელონა და მიუნხენია. კატალონიელებს ბავარიელთა ცენტრალური თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის შეძენა სურთ, ამისთვის ისინი 50 მილიონსაც კი იხდიან, მაგრამ ბაიერნი უარზეა. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მიუნხენის ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა. მისთვის ამოუხსნელი თუ როგორ ახერხებს გუნდი, რომელსაც მილიარდზე მეტი ვალი აქვს რობერტ ლევანდოვსკის კალიბრის ფეხბურთელში 50 მილიონის გადახდას.

“დიდი ხანია ბარსელონა ჩვენს პოლონელ თავდამსხმელს უკავშირდება. ლევანდოვსკის ყიდვა უნდათ, მაგრამ 6 თვის წინ მათ 1.3 მილიარდი ვალი ჰქონდათ, ახლა კი მილიონებს იხდიან ჩვენს ერთ-ერთ ლიდერში. გერმანიაში ბარსელონა დიდი ხნის გაკოტრებული იქნებოდა” – განაცხადა ჰიონესმა.

რობერტ ლევანდოვსკის მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და მის განახლებაზე პოლონელი უარს აცხადებს. ფორვარდი ბარსელონაში გადასვლის სურვილს არც მალავს, თუმცა გერმანელებს სხვა გეგმები აქვთ.

აღსანიშნია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ ოლივერ კანმა და ჰასან სალიჰამიჯიჩმა ლევანდოვსკის პირდაპირ მოუწოდეს, რომ შეკრების პირველივე დღეს, 12 ივლისს მიუნხენში ელოდებიან.

Leave a comment

Your email address will not be published.