გერმანული სკოლის კიდევ ერთი გამარჯვება – ვინაა ზალცბურგის მწვრთნელი?

 

ავსტრიაში გამართული მატჩი მილანისას არაფრით ჩამოუვარდა. ზალცბურგი ბაიერნს 70 წუთის განმავლობაში ამარცხებდა, თუმცა, 90-ე წუთზე, მიუნხენელები კინგსლი კომანმა იხსნა.

ეს ორი ძალიან ახალგაზრდა მწვრთნელის დაპირისპირებაც იყო – ერთმანეთის პირისპირ, 33 წლის მატიას იაისლე და 34 წლის იულიან ნაგელსმანი წარსდგნენ. დიახ, დიახ! ამ ასაკში, სავსებით შესაძლებელია მინდორზე შეხვედროდნენ, მაგრამ ისინი უკვე წარმატებული მწვრთნელები არიან.

ახალი იდეები, ნიჭი – საფეხბურთო ექსპერტები ორივეს ასე ახასიათებენ. რა თქმა უნდა, სტილიც.

ეს გერმანული სკოლის კიდევ ერთი დიდი წარმატებაა. ნაგელსმანმა და იაისლემ ჰენეს ვაისვაილერის აკადემია დაამთავრეს, რომელიც ჰენეფში მდებარეობს. ამ სკოლას ბევრი წარმატებული სპეციალისტი აღუზრდია.

ვისაც კი ჩემპიონთა ლიგაში მწვრთნელად უმუშავია, ეს ორნი ყველაზე ახალგაზრდების სამეულშია. ნაგელსმანს დებიუტი მაშინ შედგა, როდესაც 32 წლისა და 211 დღის იყო, იაისლესი – 33 წლისა და 316 დღის, ამთ შორის კი დომენიკო ტედესკოა, ასევე გერმანელი, რომელმაც ლიგაზე გუნდი 33 წლისამ და 161 დღისამ გაიყვანა.

ნაგელსმანზე ბევრი ვიცით, იაისლე გავიცნოთ. ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო, მან ფეხბურთის თამაშს თავი 26 წლისამ დაანება, თუმცა სამწვრთნელო კარიერა მაშინვე დაიწყო. რალფ რანგნიკმა ის ლაიფციგის ახალგაზრდულ აკადემიაში წაიყვანა, რის გამოც იაისლე მისი ძალიან მადლიერია და ამას კომენტარებში ხშირად აღნიშნავს. თავდაპირველად, სებასტიან ჰიონესის (ახლა ჰოფენჰაიმის მწვრთნელი) ასისტენტი იყო, შემდეგ 16 წლამდელთა გუნდი ჩაიბარა, მერე 17- წლამდელთა, ბრონდბეიშში ალექსანდერ ზორნიგერის ასსიტენტადაც იმუშავა. ეს ყველაფერი 29 წლისამ მოასწრო.

2019 წლიდან მოყოლებული, წელიწად-ნახევარი, მატიასმა ზალცბურგის 18 წლამდელთა გუნდში იმუშავა, 32 წლის კი, მთავარ მწვრთნელად ლიფერინგში დაინშნა. იქ დიდ ხანს არ გაჩერდა, 6 თვეში ზალცბურგი ანდეს.

იაისლეს გასაღები ინტენსივობა, პრესინგი და ფეხბურთელების სწრაფი გადაადგილებაა. მისი საყვარელი სქემა – 4-3-1-2-ია, მისი გუნდები ბურთის დაჭერას სულ ცდილობენ. “მინდა აქტიურად და გაბედულად ვითამაშოთ, ასევე სტაბილურად, თუმცა ფეხბურთელების ინდივიდუალური განვითარებაც არ უნდა გამოგვრჩეს”

იაისლეს ვორქოფილის სახელიც აქვს. The Athletic-მა ხაზი მის ფანატიზმს გაუსვა: “ის მოედანზე პირველი შედის და ბოლო ტოვებს. მისი სავარჯიშო გეგმა 2-3 კვირით ადრე წინასწარაა შედგენილი”

რა თმა უნდა, იაისლეს ხშირად ნაგელსმანს ადარებენ. ის ამას უარყოფს: “ნაგესლმანის 2.0 ვერსია არ ვარ. მე მატიას იაისლე ვარ.

იყო მწვრთნელი, უფრო მეტია, ვიდრე – ტაქტიკა. მნიშნელოვანია ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელობასთან როგორი ურთიერთობა გაქვს, მათ როგორ მიმართავ, საზოგადოებაში როგორ ჩანხარ… ყველა ადამიანი განსხვავებულია.”

მიუხედავად ამისა, რთულია მათ შედარებას მოერიდო. ისინი ჩაცმის სტილითაც კი ერთმანეთს ჰგვანან…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *