გერმანულმა კლუბებმა საფეხბურთო აგენტებს 194 მილიონი ევრო გადაუხადეს

გერმანიის საფეხბურთო კავშირი ფინანსურ დოკუმენტაციას აქვეყნებს, სადაც უამრავი საინტერესო მონაცემია შეტანილი. ალბათ, ყველაზე გამოსარჩევი ბუნდესლიგური კლუბების წინა სეზონის აქტივობებია – სატრანსფერო ბაზარზე ნაკლები დანახარჯებით გამორჩეულმა და სახელგანთქმულმა კლუბებმა, წინა წელს, ჯამში, საფეხბურთო აგენტებს მომსახურებების სანაცვლოდ, 194 მილიონი ევრო გადაუხადეს.

სატრანსფერო მოლაპარაკებების გამართვის პროცესი, კლუბსა და ფეხბურთელს შორის, დიდი ხანია, აღარ იწყება. საფეხბურთო შუამავლები, ანუ აგენტები მოლაპარაკებების დროს მთავარ როლს თამაშობენ, შესაბამისად, ამ მომსახურების ღირებულება საკმაოდ მაღალია, ასე მაგალითად, მსგავს მომსახურებაში გასულ წელს, დორტმუნის „ბორუსიამ“ 38 მილიონი ევრო დახარჯა, გერმანული ფეხბურთის ფლაგმანმა მიუნხენის „ბაიერნმა“ კი 32 მილიონი.

გაგაცნობთ სხვა კლუბების დანახარჯებს:

დორტმუნდის „ბორუსია“ – 38.6 მლნ ევრო;
„ბაიერნი“ – 32.6 მლნ ევრო;
„ლაიფციგი“ – 19.4 მლნ ევრო;
„ჰოფენჰაიმი“ – 17.2 მლნ ევრო;
ლევერკუზენის „ბაიერი“ – 15.1 მლნ ევრო;
„ჰერტა“ – 12.4 მლნ ევრო;
„აინტრახტი“ -10.4 მლნ ევრო;
მიონხენგლადბახის „ბაიერნი“ – 9.1 მლნ ევრო;
„ვოლფსბურგი“ – 8.1 მლნ ევრო;
„შტუდგარტი“- 6.7 მლნ ევრო;
„კიოლნი“ 6.1 მლნ ევრო;
„მაინცი“ – 6.0 მლნ ევრო;
„აუგსბურგი“ – 3.6 მლნ ევრო;
„ფრაიბურგი“ – 3.6 მლნ ევრო;
„უნიონი“ – 2.0 მლნ ევრო;
„არმინია“ – 1.0 მლნ ევრო;
„ბოხუმი“ – 0.9 მლნ ევრო;
„ფიურტი“ – 0.7 მლნ ევრო.

Leave a comment

Your email address will not be published.