პეპ გვარდიოლას კორონავირუსი დაუდასტურდა. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, იგი გუნდს სვიდონთან ინგლისის თასის მატჩში ვერ გაუძღვება და ქალაქელებს ამ შეხვედრაში პეპის ასისტენტი როდოლფო ბორელი დამოძღვრავს.
სამწუხაროდ კორონავირუსი ბოლო დროს კვლავ მომრავლდა. გვარდიოლა ქალაქელთა 21-ე წარმომადგენელია, ვისაც კოვიდ 19 დაუდასტურდა. ამ 21 წევრიდან სიტიში კოვიდი 14 ფეხბურთელს აქვს.
მანჩესტერ სიტი პრემიერლიგას 53 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ჩელსის 10 ქულით უსწრებს. ქალაქელები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში არიან, სადაც ლისაბონის სპორტინგს შეხვდებიან.