გვარდიოლას სიაში N 1?

მანჩესტერ სიტის N 1 სატრანსფერო სამიზნე დუშან ვლაჰოვიჩია – წერს იტალიური Repubblica. სერბი თავდამსხმელი ფიორენტინაში ბრწყინავს, მიმდინარე სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირია 12 გოლით. წინა სეზონიც მაგარი ჰქონდა, 21 ბურთი შეაგდო…

დუშან ვლაჰოვიჩი ძალიან მოსწონს სიტის მწვრთნელ პეპ გვარდიოლას. ქალაქელებს გასულ ზაფხულს ტოტენჰემიდან ჰარი კეინის გადაყვანა სურდა, ბოლო დღემდე ცდილობდა ტრანსფერის განხორციელებას და ვერ მოახერხა. გაირკვა, რომ ვლაჰოვიჩი N 2 ვარიანტად ითვლებოდა, ახლა კი პირველიაო. სიტის კი ცენტრფორვარდი აუცილებლად სჭირდება…

ორი კვირის წინ დაიწერა, რომ ვლაჰოვიჩ იუვენტუსთან შეთანხმდა წლიურ 6-მილიონევროიან ხელფასზე, თუმცა მხარეებმა განაცხადეს, რომ ეს ტყუილია.

მოსალოდნელია, რომ 21 წლის დუშან ვლაჰოვიჩს ფიორენტინა 70 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაჰყიდის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *