გვარდიოლას სიტიში საუკეთესო სურს

მანჩესტერ სიტი შეტევის გაძლიერებაზე ფიქრობს. გვარდიოლას გუნდის ახალი სამიზნე რაფაელ ლეაოა. ჟურნალისტი ნიკოლა სკირას ცნობით, მილანის შემტევის გადაბირების ინიციატორი სწორედ ესპანელი სპეციალისტია. აღსანიშნავია, რომ ლეოას რაჰიმ სტერლინგის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს.

ლეაოს შესანიშნავი სეზონი გამოუვიდა. 34 წლის ფეხბურთელმა მილანის მაისურით 42 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. ლეაომ როსონერისთან ერთად სერია ა მოიგო და თავად ფეხბურთელი, ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

რაც შეეხება სიტის, გეცოდინებათ, რომ ქალაქელებმა ერლინგ ჰალანდი დაიმატეს. შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას გუნდმა პრემიერლიგა მოიგო. ქალაქელებმა პირველობა ბოლო ტურში გაინაღდეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *