გვარდიოლა ბოლომდე გადის…

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, არსენალთან ინგლისის პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლაზე ისაუბრა. კარგა ხნის შემდეგ ლონდონელებმა პირველობა დათმეს – 22 მატჩიდან 51 ქულით უკვე მეორე ადგილზე არიან, ხოლო 23 მატჩის შემდეგ პრემიერლიგას მანჩესტერ სიტი 51 ქულით ლიდერობს.

„ტიტულს ბოლო დღემდე დავიცავთ. თუ არსენალი გვაჯობებს, პირველი ვიქნები, ვინც მათ მიულოცავს. ამას ყოველთვის ვაკეთებდი კარიერაში.

Vincent Kompany: Pep Guardiola and Mikel Arteta “spoke the same language” | PlanetSport

გვსურს ბოლომდე ვიბრძოლოთ იმისთვის, რაც ჯერ კიდევ გვეკუთვნის. დაე, სცადონ ტიტულის წართმევა. ვნახოთ რა მოხდება.

თუ წარმატებას ვერ მივაღწიეთ, გამოდის სხვები უკეთესები ყოფილან. მაშინ უნდა მივიღოთ ეს მოცემულობა და  თამაში გავაუმჯობესოთ. ამისათვის ვიბრძვი ყოველდღე“.

პრემიერლიგის მე-12 ტურის გადადებულ მატჩში დღეს, 15 თებერვალს, არსენალი და მანჩესტერ სიტი ერთმანეთს ემირეითსზე დაუპირისპირდნენ და მანჩესტერელებმა 3:1 იმარჯვეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *