გვარდიოლა: გადაფურთხება? ლივერპულის მიმართ ჩემს აღფრთოვანებას ვერაფერი შეცვლის…

პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა ლივერპული – მანჩესტერ სიტის მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე. ლივერპულის ერთ-ერთმა ფანმა სიტის მწვრთნელთა შტაბისკენ გადააფურთხა, გინებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ…

„არეულობაში რაღაც არასასიამოვნო სიტყვები მესმოდა, მაგრამ რა მოხდა, ვერ ვხედავდი. ფოტო არ მინახავს. იმედია, ლივერპულის ხელმძღვანელობა სათანადო ზომებს მიიღებს. ეს კლუბი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ასეთი ქცევაა. და ვერაფერი შეცვლის ლივერპულის მიმართ ჩემს აღფრთოვანებას. აქ საუბარია ცალკეულ პიროვნებებზე, ზოგადად კი ენფილდზე სტუმრობა ყოველთვის სასიამოვნოა“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *