პრემიერლიგის 27-ე ტურში მანჩესტერ სიტი ევერტონს ესტუმრება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ ალექსანდრ ზინჩენკოზე ისაუბრა. მოგეხსენებათ ზინჩენკო უკრაინელია და უკრაინაში ამჟმად საომარი ვითარებაა.
“ალექსს პირადად ვესაუბრე, მისთვის ეს ყველაფერი ადვილი არ არის. მეც და მთლიანად გუნდიც მის გვერდით ვართ. ზინჩენკო წარმოუდგენლად ძლიერი ბიჭია. მან შესანიშნავად ივარჯიშა და საჭიროების შემთხვევაში ითამაშებს კიდეც.
როგორ გრძნობს თავს? თქვენ როგორ იგრძნობდით თავს თქვენს ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანებს, რომ კლავდნენ? ზინჩენკომ იცის, რომ მანჩესტერ სიტი მის გვერდითაა.”-განაცხადა გვარდიოლამ.