“გვარდიოლა მეუღლეს ღამე დივანზე ისე აწვენს, თითქოს ფეხბურთელი იყოს…”

იუვენტუსის მცველმა დანილომ ორიგინალურად დაახასიათა ხოსეპ გვარდიოლა. დანილო სიტიში თამაშობდა და პეპს ძალიან აფასებს…

„გამიმართლა, რომ ზინედინ ზიდანთან, პეპ გვარდიოლასთან და მასიმილიანო ალეგრისთან ერთად ვიმუშავე. ვცდილობდი, ყველასგან მესწავლა. გვარდიოლამ ჩემი შეხედულებები შეცვალა, მაგრამ ხშირად ტრავმა მქონდა და ვერ ვთამაშობდი.

…პეპთან ურთიერთობა რთულია. ის არასოდეს ეშვება, ყოველთვის ფეხბურთზე ფიქრობს. ალბათ, როცა მეუღლეს დივანზე აწვენს, მასაც ისე უყურებს, როგორც მინდორზე ფეხბურთელს“ (La Repubblica)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *