გვარდიოლა უკრაინაზე: ეს რომ ოცდამეერთე საუკუნეში ხდება…

 

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ალექსანდრ ზინჩენკოს კლუბში დაბრუნებაზე ისაუბრა:

“დიახ, მას ფულჰემის წინააღმდეგ თამაში შეუძლია. ჩვენ უკრაინის საკითხზე ვისაუბრებთ, აქამდე ეს შესაძლებლობა არ მოგვეცა, რადგან ერთად სულ 3-4 დღე გავატარეთ, მანამდე კი ტრავმირებული იყო.

ის ფაქტი, რომ ასეთი ამბავი ოცდამეერთე საუკუნეში ხდება, დამთრგუნველია. რთულია ეს მოცემულობა მიიღო. ალექსანდრს დაველაპარაკები, მან ეს სიტუაცია უკეთ იცის, ვიდრე მე,” – თქვა პეპმა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *