გვარდიოლა: ფერგიუსონი ვერ გავხდები

ხოსეპ გვარდიოლამ თავის მომავალზე ისაუბრა. მანჩესტერ სიტის მწვრთნელმა თქვა, რომ ათწლეულობით ერთ პოსტზე მუშაობას არ აპირებს.

„სერ ალექს ფერგიუსონი ვერ გავხდები, არ ინერვიულოთ. წელიწადნახევარი დიდი დროა ფეხბურთში. ბოლო 20 მატჩიდან 18 მოვიგეთ, ერთი ფრედ დავასრულეთ და მხოლოდ ლაიპციგთან წავაგეთ, როცა უკვე აღარც გვჭირდებოდა ქულები. ეს ჰარმონიაა.

…ვიცნობ ჩემს ფეხბურთელებს, რომლებსაც უფრო მეტი სათამაშო დრო სურთ. სხვა არაფერი აქვთ სანერვიულო, რადგან უმაღლეს დონეზე გვაქვს ფიზიოთერაპია, სპორტული მეცნიერება და ასეთი საჭირო ამბები.

…ერთად ვართ და ერთი მიზანი გვაქვს. ერთად ვიღიმით. მოწყენილი სახეებით ტოპ-დონეზე გასვლა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ეს არაა ავტომატიკა და წინასწარ არავინ ვიცით, რა მოხდება. ვვარჯიშობთ, რათა შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ, რათა მერე გული არ დაგვწყდეს“ (Manchester evening news)

Leave a comment

Your email address will not be published.