გველი მოედანზე

უცნაური ამბავი მოხდა გვატემალის ლიგა ნასიონალის მე-7 ტურის მატჩის დროს. ერთ-ერთი აუტდსაიდერი, ნუევა კონსეფსიონი, მუნისიპალს მასპინძლობდა. 82-ე წუთზე უცებ ჩოჩქოლი ატყდა. ფეხბურთელებმა არაბუნებრივი მოძრაობები დაიწყეს.

კომენტატორს თავიდან ეგონა, რომ მინდორზე გულშემატკივარი შევარდა, მაგრამ კოლეგამ შეუსწორა და უთხრა, რომ მოედანზე საკმაოდ გრძელი გველი მიიკლაკნებოდა. მსაჯმა თამაში შეაჩერა და პოლიციელების მისვლამდე უხსენებელს ადგილობრივი ძალებით უმკლავდებოდნენ. ერთ-ერთი გუნდის წევრი რაღაც ბოძისმაგვარით ცდილობდა ქვეწარმავალის განეიტრალებას.

 

Play was halted during a Guatemalan match because of a snake on the pitch

მერე პოლიციაც მივიდა და პრობლემა მალევე მოაგვარა. გველს ნიჩბით თავი გაუჭეჭყეს.

თამაში გაგრძელდა და ნუევა კონსეფსიონმა 1:0 მოიგო. სხვათა შორის, ეს მასპინძელი კონსეფსიონის  პირველი გამარჯვება გახლდათ მიმდინარე სეზონში. ეტყობა გველის სტუმრებს უფრო შეეშინდათ.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published.