პოლონეთის თასზე რაკოვმა, რომლის რიგებშიც ვაკო გვილია გამოდის, კალისზი სტუმრად 2:1 დაამარცხა. სასიხარულოა, რომ სტუმართა მხრიდან 1 გოლი ქართველმა ნახევარმცველმა შეაგდო. გვილიამ 37-ე წუთზე პენალტი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენებური რაკოვს წელს აგვისტოს ბოლოს შეუერთდა. ამ სეზონში მის ანგარიშზე 9 მატჩი და 1 გოლია.
რაც შეეხება რაკოვს, გუნდი ექსტრაკლასაში 24 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ ლეხ პოზნანს 3 ქულით ჩამორჩება.