გვილია ლეგიაში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია კარიერას ვარშავის ლეგიაში გააგრძელებს. ინფორმაცია ეროვნული ნაკრების ფეისბუქ გვერდმა დადო.

შეგახსენებთ, რომ გვილია ლეგიაში 2019-21 წლებში თამაშობდა. გვილია ვარშაველთა შემადგენლობაში 2-ჯერ პოლონეთის ჩემპიონი გახდა. ლეგიას მაისურით მან 68 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

გვილია ბოლოს პოლონური რაკუვის ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც 2021 წლის სექტემბრიდან გამოდიოდა და ქვეყნის თასი მოიგო. ჩვენებურს ტრავმის გამო საკმაო დრო გაუცდა და რამდენიმე კვირის წინ რაკუვი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

რაც შეეხება ლეგიას ბოლო ამბებს, გუნდი პოლონეთის ექსტრაკლასაში 52 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ რაკუვს 9 ქულით ჩამორჩება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *