გია გრიგალავა: “ვაქცინას არ გავიკეთებ, უფასოა და კარგი როგორ უნდა იყოს?!”

Sport24-თან ინტერვიუში, საქართველოს ნაკრების მცველმა, გია გრიგალავამ განაცხადა, რომ კოვიდ19-ის წინააღმდეგ ვაქცინას არ გაიკეთებს

არცრილი არ ვარ და თავს კარგად ვგრძნობ. სიტუაციას მშვიდად ვაკვირდები და ვთვლი, რომ სავალდებულო ვაქცინაცია ცუდი იქნება. არჩევანის თავისუფლება ყოველთვის უნდა გვქნოდეს, განსაკთრებით ასეთ საკითხებში.

არ ვაპირებ ავიცრა. პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ არაა საჭირო. კორონავირუსი ახლხანს გადავიტანე და ანტისხეულები მაქვს, გარდა ამისა, ვხედავ შემთხვევებს, როდესაც ვაქცინაციის შემდეგ ადამიანების მდგომარეობა გაუარესდა. ამიტომ, აცრას არ გავიკეთებ.

თუ ახალ კლუბში ვაქცინაცია სავალდებულო იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ავიცრები. საკითხავიც არ არის, კორონავირუსის გარეშე ცხოვრება უკეთესია, მაგრამ რახან ამ სიტუაციაში ყოფნა გვიწევს, ყველა წესი უნდა დავიცვათ. ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. ვაქცინაციის პროცესი რაღაც მხრივ პანიკას ხელს უწყობს. ვაქცინა უფასოა და კარგი როგორ შეიძლება იყოს? თუ ის ძვირი ეღირებოდა, ყველა ეცდებოდა ფული შეეგროვებინა და ის ეყიდა”

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *