გიგა ჭიკაძემ ბრძოლისას მიღებულ ტრავმებზე ისაუბრა [VIDEO]

UFC Vegas 46-ის მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს გიგა ჭიკაძე და კელვინ კატარი დაუპირისპირდნენ. საოცარი 5 რაუნდიანი ორთაბრძოლის შემდეგ გამარჯვება ამერიკელი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა – მან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.

ბრძოლა საკმაოდ სისხლიანი და ინტენსიური აღმოჩნდა. 25 წუთიანმა ომმა მძიმე გაცვლებითა და ზუსტი დარტყმებით თავისი შედეგი გამოიღო. ქართველმა ნინძამ ბრძოლა სერიოზული დაზიანებებით დაასრულა. ბრძოლის შემდეგ გიგა ფეისბუქ ლაივში ჩაერთო სადაც მიღებულ ტრამვებზე ისაუბრა:

“ახლა საავადმყოფოში ვარ, ლას ვეგასში. არ გამომიშვეს აქედან, ბევრი ტრამვა მაქვს მიღებული. ცხვირი მაქვს მოტეხილი, თვალის ძვალი – ორბიტალი მაქვს გატეხილი და ტვინში მაქვს სისხჩაქცევები, ამიტომაც აქ მომიწევს დარჩენა ცოტა ხნით რათა დამაკვირდნენ რომ ეს სისხლჩაქცევები არ გაგრძელდეს. დიდი ალბათობით ყველაფერი კარგად იქნება.”

როგორც ზაზა ფაჩულიას მიერ, დღეს გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს, გიგა უკვე საავადმყოფოდან გამოწერეს და თავს უკეთ გრძნობს.

Leave a comment

Your email address will not be published.