გიგა ჭიკაძე UFC-ს ვიდეოთამაშში დაამატეს

EA Sports-ის ვიდეოთამაში UFC 4 2020 წლის აგვისტოში გამოვიდა და სპორტულ თამაშებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. აღნიშნული ნაწილი, ბევრი გულშემატკივრის აზრით მის 3 წინამორბედს ჯობს.

UFC-ს ვიდეოთამაშები იმით განსხვავდება სხვა სპორტული ვიდეოთამაშებისგან, რომ აქ ორგანიზაციაში მყოფი ყველა სპორტსმენი არაა დამატებული. თამაშში მხოლოდ ტოპ კონტენდერებს, ლეგენდებსა და გამორჩეული მებრძოლებს შეხვდებით. ყოველ განახლებაზე UFC 4 იმ პერიოდისთვის გამორჩეულ მებრძოლს ამატებს. ბოლო განახლების შემდეგ კი UFC 4-ს გიგა ჭიკაძეც დაემატა – იგი პირველი ქართველი მებრძოლია აღნიშნულ ვიდეოთამაშში.

ამის შესახებ სოც. ქსელში ინფორმაცია თავად გიგა ჭიკაძემ გაავრცხელა: “უკვე შეგიძლიათ “გიგა ქიქის UFC 4-ში გამოყენება… ეს ჩემი ოცნება იყო!”

აღსანიშნავია, რომ გიგას საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს – სტრაიკინგი 5-დან 4.5 ვარსკლავი, გამძლეობა ასევე 4.5 ვარსკლავი, ხოლო გრეპლინგი 3.5 ვარსკლავი – საშუალოდ 5-დან 4 ვარსკლავი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *