ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე, უკვე წლებია რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კალიფორნიაში, თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. იგი ჰანთიგტონის სანაპიროზე, Kings MMA-ს დარბაზში ვარჯიშობს. ამჟამად გიგა თავის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის ემზადება, რომელიც 16 იანვარს, კელვინ კატარის წინააღმდეგ უნდა გამართოს.
დღეს, იუთუბ არხზე SHOTBYSTARKS, გიგას მომზადების ამსახველი ვლოგების სერია დაიწყო სახელწოდებით – GIGA SHOW. პირველი ეპიზოდი ბრძოლამდე 6 კვირით ადრეა ჩაწერილი და გიგას ერთ ჩვეულებრივ დღეს გვიჩვენებს.