გილბერტ ბარნსი და ხამზატ ჩიმაევი ბრძოლაზე შეთანხმდნენ

UFC-ს ქვესაშუალო წონის ტოპ კონტენდერი, ბრაზილიელი გილბერტ ბარნსი და ამომავალი ვარსკლავი, ხამზატ ჩიმაევი ბრძოლაზე სიტყვიერად შეთანხმდნენ. ჩიმაევმა ინსტაგრამ სთორიში მათი მიმოწერის სქრინი გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ბარნსმა თარიღად ჩიმაევს 9 აპრილი, UFC 273 შესთავაზა, რა თქმა უნდა, ხამზატმა გამოწვევა მიიღო.

ამჟამად, ბარნსი ქვესაშუალო დივიზიონის მე-2 ნომერია, ხოლო ხამზატი 9 პოზიციით უკან, მე-11 ადგილზე იმყოფება. რეიტინგში ამხელა სხვაობა არაფერს ნიშნავს, თუ გავითვალისწინებთ ხამზატის პოპულარულობასა და მის 4 გამარჯვებას აბსოლიტური დომინაციით. UFC-ს გულშემატკივრები უკვე საუბრობენ აღნიშნული წონის საოცნებო დაპირისპირებაზე უსმანსა და ჩიმაევს შორის. ბარნსათ გამარჯვება კი ფაქტობრივად გზას გაუხსნის ჩიმაევს სატიტულო ბრძოლისთვის კამარუს წინააღმდეგ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *