თბილისის ლოკომოტივი გია ჭიაბრიშვილთან ერთად 14-მა ფეხბურთელმა დატოვა. ერთ-ერთი მათგანი გიორგი გაბაძეა, რომელმაც ამ გუნდში 13 წელი დაჰყო. იგი 13 წლის იყო როცა ლოკოს აკადემიაში მივიდა, მას შემდეგ ნაბიჯ ნაბიჯ წინ მიდიოდა და ბოლო წლები გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.
Leadersport.ge-გიორგის დაუკავშირდა, 26 წლის მცველს ლოკომოტივიდან წამოსვლაზე, სამომავლო გეგმებზე და გუნდში არსებულ სიტუაციაზე ჩამოვართვით კომენტარი.
“ლოკომოტივიდან წამოსვლა იმდენად მოულოდნელი იყო, სხვა გუნდში გადასვლაზე არც მიფიქრია. რამდენიმე აგენტი უკვე დამიკავშირდა, ქართული გუნდებიდანაც დამირეკეს. ჯერ ზუსტად არ ვიცი რა და როგორ იქნება.
ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ გუნდი, რომელშიც 13 წელი გავატარე, ფაქტობრივად იშლება. ლოკომოტივი ერთი დიდი ოჯახი იყო.
13 წლიდან ამ გუნდის წევრი ვარ და აქედან წასვლა იმდენად რთულია ვერ წარმოიდგენთ.”-განაცხადა გაბაძემ.