ალავესმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ესპანური გუნდი ამჯერად მირანდესს დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. სასიხარულოა, რომ ეს ერთადერთი გოლი ქართველმა ლეგიონერმა გიორგი გაგუამ გაიტანა. ალავესის მთავარ გუნდში ეს გიორგის მეორე გოლია.
19 წლის თავდამსხმელი 2019 წლის ზაფხულიდან ალავესის მეორე გუნდში გამოდის. ამ ზაფხულიდან იგი მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და თამაშობს. სასიხარულოა, რომ ჩვენებური თავის კარგად წარმოჩენას ახერხებს.