გიორგი კვესელაძემ გლოსტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ინგლისის ერთ-ერთი უძველესმა კლუბმა “გლოსტერმა” გუნდი ოთხ მოქმედ მორაგაბეს კონტრაქტები გაუხანგრძლივა. ესენია: გიორგი კვესელაძე, ვალ რაფავა-რუსკინი, მატიას ალემანი და რუან აკერმანი.

საქართველოს ნაკრების შუამარბი “გლოსტერს” შარშან, ნოემბრის ერთა თასის შემდეგ შეუერთდა. როგორც ჩანს, მან გუნდის ხელმძღვანელებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

“საქართველოს ნაკრების შუამარბმა, მას შემდეგ რაც გლოსტერის კვართი მოირგო კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ის ფიზიკურად ძლიერია და ბურთით ხელში შეტევისას მეტოქისთის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია. ვფიქრობთ, ის საკვანძო ფიგურა იქნება გლოსტერის მომავალ წარმატებებში” – წერია “გლოსტერის” ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ კომუნიკეში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *