გიორგი მამარდაშვილი: მადლობა და წარმატებები მისტერ! (ფოტო)

VALENCIA, SPAIN - SEPTEMBER 19: Giorgi Mamardashvili of Valencia looks on during the La Liga Santander match between Valencia CF and Real Madrid CF at Estadio Mestalla on September 19, 2021 in Valencia, Spain. (Photo by Aitor Alcalde Colomer/Getty Images)

ჯენარო გატუზო ვალენსიას მთავარი მწვრთნელი აღარ არის. იტალიელის გუნდიდან წასვლას სოციალურ ქსელში პოსტი გიორგი მამარდაშვილმა მიუძღვნა. „მადლობა ყველაფრისთვის, წარმატებები მწვრთნელო! გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს.“ – დაწერა მამარდაშვილმა ინსტაგრამის სთორიში.

posti

იტალიელმა მწვრთნელმა ღამურები შარშან ზაფხულში ჩაიბარა, თუმცა როგორც ხედავთ მისმა დანიშვნამ არ გაამართლა. გატუზომ ვალენსიას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხორხე ბორდალასი შეცვალა.

ვალენსია არასასიამოვნო სიტუაციაშია. გუნდი, რომლის ძირითადი მეკარე გიორგი მამარდაშვილია, ლა ლიგაში 20 ქულით მე-14 ადგილზეა, უახლოეს მატჩს კი მადრიდის რეალთან გამართავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *